“ვიდრე სხვებს დაუძახებთ მოღალტეებს, ჯერ საკუთარ ბელადს მოკითხეთ ხოლმე… პოსტი ეძღვნება იმას, ნაცები საკუთარ შეცდომებს სხვებს რომ ტენიან”

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო:

“შარშანაც დავდე  სააკშვილის ეს ბრძნება, მაგრამ წელს ისევ დაიწყეს ნაცებმა ომის დაწყების თარიღზე დავა და რაც ყველაზე ამაზრზენია, ვინც 8 აგვისტოს ამბობს და არა 7 აგვისტოს, ყველას ქოცებად და სამშობლოს მოღალტეებად აცხადებენ, ამიტომ იძულებული ვარ ისევ დავდო.

საქმე მარტივადაა: თუ 8 აგვისტო  განისაზღვრა ომის დაწყების თარიღად, არასწორია, რადგან რუსულმა ჯარმა 7 აგვისტოს გადმოკვეთა ჩვენი საზღვარიო, მაშინ პასუხი საკუთარ ბელადს უნდა მოსთხოვონ, რადგან 9 აგვისტოს გამოცემულ ამ ბრძანებაში სწორედ მან განსაზღვრა 8 აგვისტო იმ დღეთ, როცა რუსები შემოვიდნენ.

შარშან ამაზე ნაცებმა მითხრეს, იქნებ მერე დაზუსტდა ინფორმაცია და 9 აგვისტოს ჯერ არ იცოდა პრეზიდენტმა, რომ 7-ში უკვე აქ იყვნენო. ეს უსუსური გაპრავებაა, რადგან მაშინ ჩნდება კითხვა: ვის დავცხეთ გრადებიდან 7 აგვისტოს 23 საათზე, თუ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ რუსები უკვე შემოსულები იყვნენ?
ასე რომ, ვიდრე სხვებს დაუძახებთ მოღალტეებს, ჯერ საკუთარ ბელადს მოკითხეთ ხოლმე.

p. s. ეს პოსტი არ ეძღვნენა ომის დაწყების თარიღის განსაზღვრას. ეს პოსტი ეძღვენბა იმას, ნაცები საკითარ შეცდონებს სულ სხვებს რომ ტენიან”, – წერს მეტრეველი.
.

ასევე იხილეთ