„ის, რაც ეპატიება სტურუას და ქანთარიას, არ ეპატიება მაყაშვილს… სინამდვილეში სულ პირიქით უნდა იყოს…“

გოგი გვახარია მსახიობ თამარ მაყაშვილთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმიანება და წერს:

„ნებისმიერ გადაცემაზე პასუხისმგებელია წამყვანი. ისაა „დირიჟორი“ და თუ რომელიმე ინსტრუმენტმა ყალბი ბგერა იკადრა, სწორედ წამყვანი, წამყვანები ცდილობენ გამოასწორონ სიტუაცია. ჩაეკითხონ რესპონდენტს და როგორმე დაეხმარონ გაიაზროს, რა თქვა.

პირდაპირ ეთერში ძნელია, მესმის. მაგრამ როცა რაღაც ფასეულობა გაქვს, ამას ინსტინქტურად აკეთებ.

უბრალოდ, ტ/კ „იმედი” და ფასეულობა სხვადასხვა პლანეტაა:) მანდ კედლებიც კი მოქმედებს. ყველგან არ უნდა იაროთ სტუმრად, ძვირფასო არტისტებო.

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს. ბოდიშის მოხდა პირადად ჩემთვის ლამის ღვთაებრივი რიტუალია. ყველას არ შეუძლია ეს. აი ამ ამბავს რომ გამოიყენებ შენი მორალური უპირატესობის დემონსტრირებისთვის და რაც მთავარია, ხელისუფლება რომ გამოიყენებს უმრავლესობასთან მორიგი გაარშიყებისთვის, ეს უკვე ძალიან საშიშია.

ძირითადად ხომ ასეა, მთავარია ვინ ამბობს და ვინ გვევლინება დამსჯელის როლში:) ის, რაც ეპატიება სტურუას და ქანთარიას, არ ეპატიება მაყაშვილს:) სინამდვილეში სულ პირიქით უნდა იყოს…“

შეგახსენებთ, რომ თამარ მაყაშილმა „იმედის“ ეთერში ბეშუმური საბავშვო კაბები საშინელებად მოიხსენია, მის წინააღმდეგ აგორებული საპროტესტო ტალღის შემდეგ კი საჯაროდ მოიხადა ბოდიში, თუმცა ბათუმის დრამატული თეატრის ყველა სპექტაკლიდან მოხსნეს…

ასევე იხილეთ