ილიკო სუხიშვილის ქალიშვილის იშვიათი ფოტოები: როგორ გამოიყურება დარია, რომელსაც ცნობილ მამიდას ამსგავსებენ?

ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი და­რია მა­მის რე­პე­ტი­ცი­ას და­ეს­წრო. ფო­ტო­ე­ბი ილი­კო სუ­ხიშ­ვილ­მა ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნა. “რამ­ხე­ლა გოგო გაზ­რდი­ლა და­რია” – წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში. ან­სამ­ბლი ამ­ჟა­მად გას­ტროლ­ზე გერ­მა­ნი­ა­ში, ბერ­ლინ­ში იმ­ყო­ფე­ბა, გო­გო­ნამ მა­მას სა­ვა­რა­უ­დოდ იქ ჩა­ა­კი­თხა.

ცნო­ბი­ლია, რომ ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. ის არა­სო­დეს სა­უბ­რობს ღიად პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, ხე­ლოვ­ნე­ბა­ზეც კი იშ­ვი­ა­თად აძ­ლევს ინ­ტერ­ვი­უს ჟურ­ნა­ლის­ტებს. თუმ­ცა ის დღემ­დე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცია.

ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი ორ­ჯერ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლად რუ­სეთ­ში სწავ­ლი­სას, რუს გო­გო­ნა­ზე, რო­მელ­საც მალე და­შორ­და და ამ ქალ­ზე ქარ­თულ მე­დი­ა­ში არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა მათი სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი და­რია (დაშა) სუ­ხიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გო­გო­ნაა.

ცნო­ბი­ლია, რომ გო­გო­ნა მა­მი­დამ ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი გა­ზარ­და და სწო­რედ მას ამ­სგავ­სე­ბენ და­რი­ას. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში დაშა ამ­ბობ­და:

“მა­მი­და­ჩე­მი. ნინო ჩემ­თვის რო­გორც დედა, ისეა. ის მივ­ლის, მან წა­მიყ­ვა­ნა ამე­რი­კა­ში, მი­მიყ­ვა­ნა სკო­ლა­ში. ნი­ნომ მას­წავ­ლა ინ­გლი­სუ­რი, და­მეხ­მა­რა ყვე­ლა­ფერ­ში. უდი­დე­სი ამა­გი აქვს ჩემ­ზე. სა­ნამ ნინო აქ არის ხოლ­მე, მის ქმარ­თან ერ­თად ვარ. საკ­მა­ოდ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვარ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­ში ვერა. მა­გა­ლი­თად, საჭ­მლის გა­კე­თე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბა ხოლ­მე. ხან­და­ხან თვი­თონ ვიმ­ზა­დებ სა­დილს, მა­გა­ლი­თად, შა­ბათ-კვი­რას. ბე­ბი­ა­ჩემ­მა, პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, კვერ­ცხის შეწ­ვა მას­წავ­ლა. და­ნარ­ჩენს ყვე­ლა­ფერს მარ­ტო ვა­კე­თებ – ჩაც­მა, მე­ცა­დი­ნე­ო­ბა… ისე, ხან­და­ხან მჭირ­დე­ბა ხოლ­მე დახ­მა­რე­ბა, ხან მე­ზა­რე­ბა რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა და ვინ­მემ უნდა მი­თხრას.”

ასევე იხილეთ