„ულამაზესი დედა შვილებთან ერთად“ – ნინო სურგულაძე ტყუპებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში ტყუპებთან, ზაქარიასა და ნატალიასთან ერთად გადაღებულ ულამაზეს კადრებს აქვეყნებს და გულშემატკივრებისგან უამრავ დადებით კომენტარს იღებს.

ნინო და მისი მეუღლე გიორგი ინწკირველი ტყუპების მშობლები 2020 წელს გახდნენ. „ბევრი ნინო ცხოვრობს ჩემში. სცენაზე მომღერალი ვარ, რომელიც მაქსიმუმს აკეთებს და ყოველთვის ბოლომდე იხარჯება; ფონდში – რიგითი თანამშრომელი, რომელიც მის გამართულ მუშაობაზე ზრუნავს; სახლში კი, დედა და მეუღლე, რომელიც ოჯახის წევრებისთვის კომფორტის შექმნას ცდილობს. ვფიქრობ, მთავარი ყველაფრის გულით და გულწრფელად კეთებაა.

კრიტიკული ნაკლებად, უფრო მომთხოვნი ვარ. ვფიქრობ, ფანატიზმს და საკუთარი შვილის გაიდეალებას სიკეთე არასდროს მოაქვს. ყოველთვის უნდა შეძლო ობიექტურობის შენარჩუნება, ნაკლოვანებების გამოსწორება და ღირსებების წინა პლანზე წამოწევა. დიდად ვემადლიერები ჩემს მშობლებს, რომელთაც სრული თავისუფლება მომცეს, ჩემი არჩევანი მოიწონეს და მაქსიმალურად შემიწყვეს ხელი”, – ამბობდა მომღერალი.

ასევე იხილეთ