“სრულიად უცნობი ადამიანები მიგზავნიან საჩუქრებს და ინკოგნიტოებად რჩებიან”

ნუცა ბუზალაძემ ჟურნალ “სარკეს” ინტერვიუ მისცა, საიდანაც ამონარიდს გთავაზობთ :

– ისედაც ბევრს ჭორაობდნენ თქვენზე, რომ დუბაის შეიხზე იყავით შეყვარებული. ახლა იქ გადასვლა უფრო მეტად გაამყარებს ჭორებს.

– სულ მაგას ვამბობ, იჭორაონ, იჭორაონ! იქნებ მართლა გავიცნო ან შეიხი, ან პრინცი. ჯერჯერობით ნამდვილად არ გამიცვნია ასეთი ვინმე.

– თაყვანისმცემლები მაინც გაგიჩნდებოდნენ დუბაიში, თავისი ძვირფასი საჩუქრებით.

– ერთი უცნაურობა დავაფიქსირე დუბაიში, სრულიად უცნობი ადამიანები მიგზავნიან საჩუქრებს და ბოლომდე ინკოგნიტოებად რჩებიან. კონცერტის შემდეგ მხვდება საჩუქრები და არასდროს ვიცი, ვისგან. ყვავილები ყველაზე ბანალურია. სასმელიც გამოუგზავნიათ, ,,კარტიეს” სამაჯურიც დაუტოვებიათ, საყურეც. იმ თეატრში, სადაც ვმუშაობ, მენეჯერი მკაცრად მყავს გაფრთხილებული, რომ ჩემამდე არავინ მოვიდეს, ამიტომ მხოლოდ საჩუქრებს ტოვებენ.

ასევე იხილეთ