“სააკაშვილისნაირი “ფარჩაკი” მეორე არ ეყოლება ამ ქვეყანას, დედა მოდი ძუძუ მაჭამე, ცუდად ვარ, ვკვდებიო”

“ალტ-ინფოს” დამფუძნებელი, კოსტანტინე მორგოშია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, სააკაშვილი “ფარჩაკია”.

“სააკაშვილისნაირი ფარჩაკი, მეორე არ ეყოლება ამ ქვეყანას, დედა მოდი ძუძუ მაჭამე, ცუდათ ვარ, ვკვდები და რაღაცეებს რომ უთვლის ციხიდან ამხელა კაცი, 58 წლის კაცია, შვილთაშვილებს ელოდება და დედა უნდა მივიდეს ღამე, რომ დაიძინოს ციხეში…

შვილს რას ვერჩი, მაგის შვილი იმ დღეს ლაპარაკობდა, მემგონი ციხეში ცუდი პირობებიაო, შვილო, მომისმინე ერთ დღეს როცა მოიცლი, მამა-შვილურად მე დაგიჯდები და მოგიყვები მამაშენის დროს ციხეში რა ხდებოდა და მაგრად გაგიკვირდება, მამაშენთან მიხვალ და პანჩურებს ურტყამ სვიდანიაზე, ეგ იქნება სრული პასუხი, თუ ოდნავ ადეკვატური გაქვს რამე.
აი სააკაშვილზე შეიძლება ყველაფერი ილაპარაკო, მაგრამ ციხის კომფორტს და დისკომფორტს საერთოდ, როგორ ახსენებენ ეს არარაობები. ციხე, ეგ არის, როგორი თემა იცით??? მაგას საერთოდ სააკაშვილი კი არა, ნაციონალურ მოძრაობაზე შემთხვევით ან ნებით ვისაც ხმა მიუციათ, არცერთს ხმა არ აქვს ამოსაღები. მე რაც მახსოვს გლდანის ციხეში, რასაც ეგენი შვებოდნენ, მტერს არ ვუსურვებ. მე უბრალოდ ჩემსას არ ვყვები, მე ცოცხალი მაინც გამოვედი, იქ ამათმა ბავშვები წამებაში,ცემაში მოკლეს და დააინვალიდეს. ახლა გამოდის სააკაშვილი და ლაპარაკობს, პოლიტიკიდან წავალ გამიშვითო. პოლიტიკიდან კი არ წახვალ მიშა, აი ახლა ძალიან მალე შეიცვლება გლობალური პოლიტიკა ჯიგარო და შენ პოლიტიკიდან კი არ წახვალ, შენ წახვალ ბაბუაშენის ბაბუასთან, აი ეგ იქნება შენი განაჩენი ბოლოს!! ეგ არის შენი უახლოესი მომავალი”, – წერს კოსტანტინე მორგოშია.

No description available.

ასევე იხილეთ