“ჩავუჯექი მანქანაში, ვხედავ ნიღბიან პოლიციელებს, იარაღს მიტყავდნენ“ – როგორ გადაურჩა სააკაშვილის დროს ჯაბა კილაძე დაკავებას (ვიდეო)

მსახიობი, ჯაბა კილაძე მისი ცხოვრებიდან საინტერესო მომენტების შესახებ საუბრობს, რომელიც აქამდე არსად უთქვამს, – ამის შესახებ მსახიობმა “რუსთავი 2”-ის გადაცემაში ისაუბრა.

ამ თემაზე საჯაროდ არასდროს მისაუბრია…შეიძლება ამ სტუდიაში არც ვყოფილიყავი. მოკლედ, კუს ტბაზე ავდივართ რამდენიმე მეგობარი. მაშინ “შუა ქალაქი” ჯერ არ იყო და მასიურად არ მიცნობდნენ. მხოლოდ სერიალი “მტვრის გემო” გადიოდა. საღამოს კუს ტბიდან ვბრუნდებით და დიდი საცობია. ამ დროს გვიჩერებს უცხო მანქანა და გვეუბნება, რომ შეუძლია წაგვიყვანოს. მე კუთხეში კარებთან დავჯექი. მანქანა რომ დაიძრა, წინ მჯდომი უცნობები ჰყვებიან, როგორ სცემეს ვიღაც ტიპები. რაღაც მომენტში ტელეფონი ავწიე და ვხედავ, რომ წინ ნიღბებში გადაცმული პოლიციელების კოლონა დგას.

ეს ტიპი იძახის მგონი მე მეძებენო. ამის შემდეგ უკნიდან პოლიციელების კოლონა მოგვადგა. ეს ყველაფერი წამის მეასედებში ხდება. მესმის ხმა “დაყარეთ იარაღი”. გავაღე კარები და დავწექი მიწაზე. ვიღაც ტიპი იარაღის ლულას მირტყამს. ყველა ისტერიკაშია. საშინელება ხდება. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთ ტიპს გამომძიებელთან მოსვლია უთანხმოება. მერე ყველაფერი დალაგდა და გადავრჩით. პოლიციელმა გვიჯიგრა და თქვა ესენი არაფერ შუაში არიანო. ჩვეულებრივად შეეძლოთ დავეკავებინე. ჰქონდათ გადაცემული, რომ ხუთკაციანი დივერსიული ჯგუფი მოდიოდა კუს ტბიდან”, – განაცხადა ჯაბა კილაძემ.

 

ასევე იხილეთ