“სიყვარულია, როცა ჯერ წასული არ არის და უკვე გენატრება”

ბლოგერი, გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ვარდების თაიგულით გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და სიყვარულის შესახებ წერს.

“შე ამ გაჯენჯილს
სიყვარულია , როცა დილას იმ ფიქრით იღვიძებ რომ ის შენს ცხოვრებაში არსებობს .

უნდა ნახო , ან ვერ ნახო და განწყობაც შესაბამისია .
როცა დილას აუცილებლად გხვდება მისი SMS , კითხულობ რამდენჯერმე , თუნდაც ერთი სიტყვა ეწეროს და ბედნიერს გეღიმება .

 სიყვარულია , როცა ღამით მასთან ლაპარაკში იძინებ , მისი ხმა გესმის და აქედან გამომდინარე ფერადია სიზმრებიც ))
სიყვარულია , როცა ყავასაც კი მისი სურნელი , მისი გემო აქვს .
სიყვარულია , როცა ჯერ წასული არ არის , რომ უკვე გენატრება .
სიყვარულია , როცა ქუჩაში დადიხარ და იღიმი .
სიყვარულია , როცა ყელში ბურთი გეჩხირება და ცრემლებით გევსება თვალები .
იმის გამო რომ ძალიან გიყვარს ,
იმის გამო რომ ძალიან გენატრება ,

ან იმის გამო რომ ძალიან ხარ გაბრაზებული და შესაბამისად მზად ხარ , დაუსრულებლად აკოცო რომ დაინახავ გაიქცე და ჩაეხუტო ან წამებით მოკლა ))
სიყვარულია , როცა ბრაზდები და ხმას არ ცემ , ან უყვირი და ეჩხუბები და გეუბნები რომ არ ჭირდება შენი სახლში გაცილება ))
სიყვარულია , როცა უყურებ და გეცინება მის ბავშურ საქციელებზე .
სიყვარულია , როცა შეგიძლია ტვინი უბურღო და ოდნავადაც არ შეწუხდეს .
სიყვარულია როცა ცდილობ შეცდომებზე მიუთითო , იმიტომ რომ ისევ მისთვის გინდა კარგი და ამ ყველაფერს ისე აღვიქვამს , თითქოს ისეთი არ გიყვარდეს როგორიც არის
და წყინს-გებუტება .

შენ კი , ამ ყველაფერს ღიმილით ითმენ და ბურდღუნებ მართლა რა პატარა ხარო ))
სიყვარულია , როცა 5 წუთის მერე ერთად იცინით ამ ყველაფერზე .
სიყვარულია , როცა პატარას და ათას საყვარლობას ეძახი და მას გული უჩუყდება .
სიყვარულია , როცა მასთან ყველა ემოცია იმაზე ძლიერია , ვიდრე ჩვეულებრივ შეიძლება იყოს .
სიყვარულია , როცა ახლა ამ წუთას ისე გენატრება , საცაა იტირებ .
სიყვარულია , რადგან არავინ არსებობს ამ ქვეყნად როცა მასთან ხარ ,
ვერავის ხედავ და არავინ გინდა.

სიყვარულია , რომელიც არასოდეს დამთავრდება.

დიდ სიყვარულს გისურვებთ”, – წერს ბლოგერი.

ასევე იხილეთ