“სამი წელია, მამა ავად გახდა“ – რას წერს ნატალია ყიფშიძე ?

მსახიობ გიორგი ყიფშიძის შვილი, ნატალი ყიფშიძე სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს პასუხობს.

გიორგი ყიფშიძის შვილმა, ნატალია ყიფშიძემ მამამისის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

“ამ თემაზე მე ვერ ვისაუბრებ, რადგან მამას პირადია. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, რაც მამა ავად გახდა, საშინელი ბულინგია მისი ვიზუალის მიმართ. გთხოვთ ყველას, თავი შეიკავეთ მისი განკიცხვისგან, მით უმეტეს, ინფორმაცია არ გაქვთ“ – წერს ნატალია ყიფშიძე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გიორგი ყიფშიძემ, საჯაროდ დაწერა “ცუდად ვარ, ვკვდები”.

 

ასევე იხილეთ