„ქრისტიანობისთვის ყველაფერი გააკეთა ამ პატარა გოგონამ… მარიტა წყალში არ უნდა ყოფილიყო და იქ შევიდა იმისთვის, რომ ლაზარე გადაერჩინა…“

მამა შალვა კეკელიამ ვაკის პარკში ტრაგიკულად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს იქადაგა და აღნიშნა:

„დიდებიც კი ვერ შევიდნენ, ვერ გაბედეს წყალში შესვლა. ეს პატარა გოგონა შევიდა მეგობრის გადასარჩენად. როცა მეგობარმა უთხრა, არ შეხვიდეო, მარიტამ უპასუხა, სხვანაირად არ შემიძლიაო. ქრისტიანობისთვის ყველაფერი გააკეთა ამ პატარა გოგონამ… ქრისტეს არ ეკუთვნოდა ჯვარცმა, სიკვდილი, მაგრამ ჩვენ გამო გაეკრა ჯვარზე. მარიტა წყალში არ უნდა ყოფილიყო, იქ შევიდა იმისთვის, რომ ლაზარე გადაერჩინა. დღეს ლაზარე ღვთისმსახურია. ამ მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ ადამიანები… მე მინდა მის საოცარ მშობლებს, ანას და დავითს მადლობა გადავუხადო, რომ ასეთი შვილი გაუზარდეს ქვეყანა. ეს მშობლები არიან სამაგალითო ყველაფრით, ზრდილობით, პროფესიონალიზმით, წესიერებით, საოცარი სანათესავო ჰყავს მარიტას… ქართველობა არის მარიტა, ქართველობა არის მარიტას ოჯახი…“

ასევე იხილეთ