“ერთხელ, ერთი ბიზნესმენი მეუბნება, მამაო, ფეხით რომ დადიხართ, ერთ პატარა მანქანას გისაჩუქრებთ!“

სოციალურ ქსელში მამა ნექტარიოსის ტექსტი ვრცელდება.

ერთხელ, ერთი ბიზნესმენი მეუბნება, მამაო, ფეხით რომ დადიხართ, ერთ პატარა მანქანას გისაჩუქრებთ!

გამაოგნა მისმა საქციელმა! ქვეყანაში 3 წლის ლევანი მთლიან პურზე ოცნებობს, 9 წლის ნინო მაღაზიაში თავს ხრის რომ არაფერი მოუნდეს, და ჩემი ფეხით სიარული შეამჩნია. შეაწუხა ვითომ?!

ჩემი პასუხის მერე საერთოდ გაწყვიტა კონტაქტი ჩემთან __ სანამ ჩემს უბედურ ქვეყანაში ანგელოზები შიმშილობენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც კომფორტულია მგზავრობა, იქ უფრო ვხედავ რა მდგომარეობაა, ასე, რომ ჩემზე საჩუქრების მოცემით ვერავინ ცხონდებით. ქრისტეს წინაშე სიკეთე თუ გინდათ, ბავშვებს შეეწიეთ, მათ დაეხმარეთ, რომ მშივრები არ იყვნენ, აღარ ადიოდეს ზეცათ ანგელოზების ცრემლი და სურვილი __ ღმერთო, პური მინდა… “
/მამა ნექტარიოს მჭედლიძე. 2020/”

ასევე იხილეთ