“ურთულესი დღე მქონდა… ჩემთვის ძალიან მძიმე… არასდროს დანებდეთ გოგოებო! ყველა ზამთარს გაზაფხული მოსდევს”

ჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში წერს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მის ცხოვრებაში ვარჯიშს და „რამხელა ენერგიით ივსება ვარჯიშის შემდეგ“.

მაია ასათიანი წერს, რომ არასდროს დანებდება და აღნიშნულისკენ მოუწოდებს სხვა გოგოებსაც.

„ურთულესი დღე მქონდა… ჩემთვის ძალიან მძიმე… ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე და ვარჯიში დავიწყე.

2 საათი ვივარჯიშე, ყველა ტკივილი ვარჯიშს გავატანე! ისევ სავსე ვარ ენერგიით და არასდროს დავნებდები. ყველაზე მეტად ხომ გათენების წინ ბნელა! არასდროს დანებდეთ გოგოებო! ყველა ზამთარს გაზაფხული მოსდევს!“,- წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ