“აუცილებლად მივალ იმ ოჯახში, ვის გამოც გადამიარეთ და აუცილებლად ჩავიკრავ გულში შვილმკვდარ დედას”

გივიკო დიდია სოციალურ ქსელში მორი პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ატირეს , ანერვიულეს დედაჩემი და ჩემი გამწარებული ბებია . ბახმაროში წამოვედი ჩემებს რომ არ დავენახე ასეთი განადგურებული – ნათელე მირეკავს თუ გინდა ვიცოცხლო არ იტიროო ! მე აუცილებლად მივალ იმ ოჯახში ვის გამოც გადამიარეთ , და აუცილებლად ჩავიკრავ გულში შვილმკვდარ დედას . ბოლოჯერ ვეხები ამ თემას და გულით მინდა გითხრათ მადლობა ყველას თანადგომისთვის . მართლა როგორ გყვარებივართ . მადლობა დაუსრულებლად და მიიღეთ ჩემი დიდი მადლიერება თქვენდამი . მიყვარხართ და იცოდეთ დღეს მე თქვენ გადამარჩინეთ .

მალე შეხვდებით ისეთ გივიკოს , როგორიც თქვენ გიყვართ”

ასევე იხილეთ