„არ მოვიქეცი კარგად, როდესაც რაციონიდან ამოვიღე პური და ცომეული“

ნინი ბადურაშვილსა და მის ოჯახს საქართველოში კარგად იცნობენ. ნინი ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და ტელესახეა. ის სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და პირად ფოტოებსა თუ კარიერულ სიახლეებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

“იმედის” გადაცემაში ნინიმ წონისა და კვების რუტინის შესახებ ისაუბრა:

„ვფიქრობ, ჩემი წონა გენეტიკის ამბავია, რადგან სახლში ჭარბწონიანი არავინაა. გარდატეხის ასაკში ცოტა მომატებული ვიყავი, ასეთი გამხდარი არ ვყოფილვარ. სხვათა შორის, არ მოვიქეცი კარგად, როდესაც რაციონიდან ამოვიღე პური და ცომეული. ვიცი, რომ არ არის სწორი. ახლა დავიწყე პურის ჭამა, რადგან გავიგე, რომ პური აუცილებელია, განსაკუთრებით, ქალბატონებისთვის. დავიწყე სწორი და დაბალანსებული კვება. ვცდილობ, არ ვჭამო ტკბილი, სწრაფი კვების პროდუქტები, მხოლოდ ხილსა და ბოსტნეულს ვჭამ და პურს.

ჩვენს ოჯახში ცხიმიანი საკვები არ კეთდება, ბევრი ხორცი ჩვენთან არ იჭმევა, უფრო მეტად ბოსტნეული. ამ ბოლო დროს კულინარიაში ჩაერთო ეკა და სალათებს გვიკეთებს ხოლმე. თავად ამ მხრივ ძალიან მონდომებული არ ვარ. სწორი კვების შესახებ ინფორმაციას ხშირად ვეცნობი და ვცდილობ, რომ მეტ-ნაკლებად სწორად ვიკვებო. აღარ მაბედნიერებს პოპულარული საკვები, რომლებიც ძალიან კარგად ვიცით, იმ წამს შეიძლება ბედნიერი ვარ, მაგრამ ზუსტად 10 წუთში აღარ მიხარია. შეიძლება ფსიქოლოგიური მომენტიცაა, რომ გარკვეულ დისკომფორტს განვიცდი ხოლმე“, – ამბობს ნინი ბადურაშვილი.

ასევე იხილეთ