“ნეტა უფრო მეტად მოგფერებოდი და ჩაგხუტებოდი, თუ ასე მალე უნდა წასულიყავი”

მომღერალი, ნინი შერმადინი გარდაცვლილ დედაზე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

ამ დღის მერე დრო გაჩერდა, ვერ ვითვლი, რამდენი წელი გავიდა, რაც არ მინახიხარ, არ მილაპარაკია შენთან, არ მომფერებიხარ. არ ვიცი, 2020 იყო თუ 2021, თუ გუშინ იყო… ვერ ვითვლი დღეებს, დროს, უბრალოდ გავიყინე. თითქოს ორივე ხელი მომაჭრეს… არ მეგონა, ესე ძალიან თუ მიყვარდი… ნეტა უფრო მეტად მოგფერებოდი და ჩაგხუტებოდი, უფრო მეტი თბილი სიტყვა მეთქვა და მომესმინა შენგან, თუ ასე მალე უნდა წასულიყავი. ვიცი კარგად ხართ შენ და ნოდარიკო. ბევრნი ხართ მანდ და კარგად, სადაც ხართ, მაგრამ მე ძალიან მენატრები!”, – წერს ნინი შერმადინი.

ასევე იხილეთ