„მეგობრები ახალ წლამდე მეკითხებიან, მექნება თუ არა საცივი და ძალიან ვამაყობ, რომ ჩემი ნახელავი ასე განთქმულია…“

მსახიობი მარინა კახიანი უგემრიელეს საცივს ამზადებს. ამის შესახებ ის ჟურნალ „სარკეს“ უყვება:

„მეგობრები ახალ წლამდე მეკითხებიან, მექნება თუ არა საცივი და ძალიან ვამაყობ, რომ ჩემი ნახელავი ასე განთქმულია. საცივის ნიგოზს არასდროს ვაბლენდერებ, გატარებულს ვიყენებ. უმჯობესია, თუ სანაყში ჩანაყავთ, როგორც ჩვენი ბებიები აკეთებდნენ, მაგრამ ამას დრო, ძალა სჭირდება. ზოგი საცივს მიხაკ-დარიჩინს არ უკეთებს, ჩემთვის კი მიხაკ-დარიჩინის გარეშე საცივი არ არის…“
ასევე იხილეთ