“ვერ გააკეთებ სიკეთეს, თუ ერთი ხელით სხვას კლავ, ხოლო მეორე ხელით სხვის გადარჩენას ცდილობ”

სამოქალაქო აქტივისტი, კუკური ბარამიძე, იგივე დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას შოთა დარბაიძის დასახმარებლად გაერთიანებას სთხოვს.

“ვერ გააკეთებ სიკეთეს, თუ ერთი ხელით სხვას კლავ, ხოლო მეორე ხელით სხვის გადარჩენას ცდილობ – იმ ღვარძლიანი, ბოროტი და დამცინავი ხალხის საპასუხოდ, ვინც აქამდე არ იშურებდით შოთა დარბაიძისთვის ათასგვარ დაცინვას, დამცირებას და ქილიკს, თქვენი ქცევის საპირწონედ ის მიიღებს დაფასებას! ბოროტები ხართ და ამას კიდევ უფრო ცხადად გაჩვენებთ. ქრისტიანებო: ”არ განიკითხოთ” რადგან შენ არ იცი რა დგას ჭურჭელში და ვერც გაიგებ ამას მის გარედან, სანამ შიგ არ ჩაიხედავ.


ჩემებო, ყველა ერთად ვერთიანდებით შოთა დარბაიძისთვის!”, – წერს სამოქალაქო აქტივისტი.

ასევე იხილეთ