“ახლა, როცა ყველაფერი დასრულდა – გეტყვით ბევრ რამეს”

რეალითი შოუ “პრაიმ ჰაუსის” მეორე სეზონის გამარჯვებული, ბლოგერი გურამ შეროზია პროექტის შიდა სამზარეულოს შესახებ სოციალურ ქსელში წერს და შოუს ავტორებს მადლობას უცხადებს.

“ახლა, როცა ყველაფერი დასრულდა და პრაიმ ჰაუსთან აღარაფერი მაკავშირებს – გეტყვით ბევრ რამეს, რისი თქმაც აქამდე შეიძლება მერიდებოდა

 – სტრესული გარემო იყო კი, ოღონდ თავად მონაწილეები ვუქმნიდით ერთმანეთს, მაქსიმალურად ვცდილობდი თავის შეკავებას, მაგრამ თუ სადმე რამე ზედმეტი მომივიდა – მაპატიეთ სტაფო, უსაყვარლესები იყავით.

– მომენატრებიან მეგობრული პროდიუსერები, ჟურნალისტები, ოპერატორები, ხმის ხალხი, დაცვა და ყველა, ყველა. მართლა ძალიან გვედგნენ გვერდში და მადლობა ყველაფრისთვის!

– შემოქმედებითი ჯგუფი, ხაბურზანიას თამადობით – ბრავო, უმაგრესი პროექტი გამოვიდა და ყოველ ჯერზე, როცა მეგონა “აი ახლა რაღა უნდა მოხდეს” სულ უფრო და უფრო საინტერესო და რეიტინგული ხდებოდა, მრავალჟანრიანი სერიალივით იყო
– ემოციური ფონი დიდი იყო, შეიძლება პოსტებში რამეს ვადრამატიზებდი, მაგ. მებრძვის პროექტიიც, ან ა.შ. ფიქრებით, მაგრამ ფინალზე გამოჩნდა, რომ ყველაფერი ობიექტური იყო.
უამრავმა ადამიანმა დაინახა ჩემი რეალური სახე, მიმიღო, როგორც ოჯახის წევრი, შემიყვარა და დამიდგა გვერდში, ჰოდა წლის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემი შესვლა პროექტში, თუ ცხოვრება ამ შანსს მოგცემთ – არ გამაზოთ!

დიდი მადლობა სრულიად სტაფს ყველაფრისთვის, მიყვარხართ, მომენატრებით, იმედია გიხილავთ მალე.
მიხარია, რომ ამ ყველაზე რეიტინგული, წარმატებული, საინტერესო და ბობოქარი პროექტის ნაწილი ვიყავი და ახლა ყველა რთული მომენტიც კი – ფერად მოგონებებად დამრჩება.
გემშვიდობებით კეთილი სურვილებით“, – წერს შეროზია.

ასევე იხილეთ