”დიახ, მე და მიხეილ ხიდურელმა ვიქორწინეთ! არ ვარ აქტიური სოციალურ ქსელებში, არც ბევრ ადგილას დავდივარ”

მოდელი, ლიკა ქორქიას მეუღლე აწარმოე საქართველოში” დირექტორი მიხეილ ხიდურელია. მოდელი რჩეულზე 2021 წელს დაქორწინდა.

როგორც ქორქია-ხიდურელის წყვილის ახლობელი ამბობს, ისინი მედიაში ინფორმაციის გავრცელებამდე 6 თვით ადრე დაქორწინდნენ, თუმცა სოციალურ ქსელებში ამის აფიშირება არ მომხდარა.

ახლაც ასეა. ლიკა ქორქიასა და მისი მეუღლის სოციალურ ქსელებს თუ გადაავლებთ თვალს, იქ საერთო ფოტოებს ვერ ნახავთ.


მაშინ „პრაიმტაიმი“ ამ სასიამოვნო ამბის დეტალებზე სასაუბროდ თავად ლიკა ქორქიას დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს და “ტრადიცია” არც ამჯერად დაარღვია, თუმცა ადასტურებს, რომ მან მიხეილ ხიდურელთან ერთად ოჯახი მართლაც შექმნა.

დიახ, მე და მიხეილ ხიდურელმა ვიქორწინეთ. არ ვარ აქტიური სოციალურ ქსელებში, არც ბევრ ადგილას დავდივარ და ამ დრომდე ფართო საზოგადოებისთვის ეს ამბავი არ გასაჯაროებულა. ჩვენი ქორწინების შესახებ მხოლოდ ახლობლებმა იცოდნენ და ასე ნელ-ნელა ვრცელდება ჩვენი ამბავი, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ვინმეს აინტერესებს. ვცხოვრობთ ერთად და ბედნიერად, სულ ესაა რაც შემიძლია გითხრათ, არ მიყვარს პირად თემაზე საჯაროდ საუბარი”, – ამბობს ლიკა ქორქია.

ასევე იხილეთ