“დარწმუნებული ვარ, ცხედარიც რომ დაეტოვებინათ იმ თვითმფრინავში, ამაზეც არ იტყოდნენ უარს“

სამოქალაქო აქტივისტი, კუკური ბარამიძე, იგივე დომენიკ მანგო Wizz Air ქუთაისი-პარიზის რეისზე მგზავრის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ის ამბავი ხომ ყველამ გავიგეთ, რომ ვიზეარის პარიზის რესიზე მამაკაცი გარდაიცვალა. ხო და იმ თვითმფრინავის მგზავრები ის კი არა, რომ ადამიანის სიკვდილზე შეწუხებულიყვნენ, აეროპორტში იმას აპროტესტებდნენ, რატომ დაგვაგვიანეთ პარიზშიო. თითქოს არც მომკვდარა არავინო, თავის თავზე ფიქრობდნენ. არ ვხუმრობ, თანაც უნდა გენახათ როგორი ველური სახეებით ისვროდნენ დორბლებს, “დავაგვიანე საქმეზეო” – ამბობდა ეს “საქმიანი” ბიდლო. დარწმუნებული ვარ ცხედარიც რომ დაეტოვებინათ იმ თვითმფრინავში, ოღონდ თავისი მიეღოთ, ამაზეც არ იტყოდნენ უარს. შემაძრწუნებელი იყო ამ ხალხის დანახვა“, – წერს მანგო.

 

ასევე იხილეთ