„მის სამყარო 2022”-ის ვინაობა ცნობილია – ნახეთ, ვინ გახდა სამყაროს ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულის მფლობელი

რ’ბონი გაბრიელი – დიზაინერი, მოდელი და სამკერვალო ინსტრუქტორი ტეხასიდან, არის პირველი ფილიპინელი ამერიკელი ქალი, რომელმაც “მის სამყაროს” გვირგვინი მოირგო.

სამი ფინალისტისთვის კონკურსის ბოლო ეტაპზე კითხვა-პასუხის დროს გაბრიელს ჰკითხეს, თუ როგორ გამოიყენებდა „მის სამყაროს“ ტიტულს, რაზეც მან შემდეგი პასუხი გასცა:

„ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტირება სხვებში; აუცილებელია შენი უნიკალური ნიჭი ცვლილებებისთვის გამოიყენო, – განაგრძო გაბრიელმა, – ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც განსაკუთრებული და როდესაც ამ თესლს ვრგავთ სხვა ადამიანების ცხოვრებაში, მათ გარდაქმნასა და განვითარებას ვუწყობთ ხელს.“

გაბრიელი საშუალო სკოლის ყოფილი ფრენბურთელი და ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მოკლე ბიოგრაფიაში ნათქვამია, რომ ის ასევე საკუთარი მდგრადი ტანსაცმლის ხაზის აღმასრულებელი დირექტორიც არის.

ასევე იხილეთ