ოჯახმა დაგვპატიჟა სადილად, წარმოიდგინეთ, როგორი გახარებულები იყვნენ დედა და მამა, ყველა ხვიჩას ეფერება, უცბად კი ურეკავენ ხვიჩას მამას… – რას ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე? (ვიდეო)

ტელეწამყვანი  ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს დაესწრო, იტალიაში მგზაურობის შესახებ ისაუბრა და ერთ-ერთი ადამიანის საშინელი საქციელის შესახებ მოჰყვა.

“ასეთი ბედნიერი დღის („ნაპოლისა” და „იუვენტუსის“ თამაშის შემდეგ) ოჯახმა დაგვპატიჟა სადილად, წარმოიდგინეთ, როგორი გახარებულები იყვნენ მისი დედა და მამა, ყველა ხვიჩას ეფერება… უცბად კი ურეკავენ ხვიჩას მამას და ეუბნებიან, დედაშენი გარდაიცვალაო. წარმოიდგინე რა ემოცია გაქვს, როცა იცი, რომ დედა შეუძლოდაა, დატოვებულია საქართველოში, ჩაგშხამდა ყველაფერი… დაახლოებით 20 წუთში ირკვევა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი და ყალბი ინფორმაციაა.

რატომ უნდა მოგინდეს ადამიანს, რომ შენი ქვეყნის ასეთ ელჩს, რომელმაც იტალიაში დამოკიდებულება შეცვალა ქართველების მიმართ… იმ მომენტში, ხვიჩას მშობლებს ყველაფრის ხალისი გაუქრათ“, – ამბობს წულუკიძე.

ასევე იხილეთ