ირაკლი მაისურაძე და მისი მეგობრები სიკვდილის ხრამიდან ცოცხლები ამოვიდნენ

ტელეჟურნალისტი ირაკლი მაისურაძე ჟურნალ „სარკეს“ უყვება, როგორ გადაურჩა სიკვდილს მეგობრებთან ერთად. 1-ელ ივნისს საკუთარ დაბადების დღედ მიიჩნევს, რადგან წლების წინ, სწორედ ამ დღეს მოხდა ავარია:

„ბათუმის გზაზე, ციხისძირის შემდეგ რომ დიდი მოსახვევია, მანქანა ხევში გადავარდა. მოსრიალდა, მეგონა, ბეტონის ფილები გაგვაჩერებდა. მე მძღოლის გვერდით ვიჯექი. ფილებმა ვერ გაგვაჩერა და ხევში გადავცივდით. მანქანა ამოტრიალდა და ჰაერში ხუთი ბრუნი გააკეთა. ღვთის წყალობით, ამოშვერილ არმატურებს ავცდით, მანქანა კი გადაბრუნების შემდეგ ისევ ბორბლებზე დადგა. მართლა ღვთის წყალობით გადავრჩით… ხუთნი ვიყავით, მე, ნინო ვარდოსანიძე, ეკა ეკაძე, ხათუნა ბერძენიშვილი და ვახო მაღალაძე. მე დაჟეჟილობები მივიღე და შუშის ნატეხებისგან ნაკაწრები მქონდა, მანქანას ვახო მართავდა, ის ფანჯრიდან ნახევრად გადაწეული იყო, ავტომობილი გვერდით რომ გადაბრუნებულიყო, ძალიან ცუდი დღე დაადგებოდა…“

ასევე იხილეთ