“ჩემთვის არავის არაფერი უჩუქებია…“ – სოფო ნიჟარაძის პირველი კომენტარი მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს შვილზე (ვიდეო)

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინელი დეპუტატის, ლიზა იასკოს შვილს, გიული ალასანიას კიევის ცენტრში მდებარე ბინა და დიდი ოდენობით თანხა აჩუქა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის მესამე შვილის დედამ, მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ პირველი კომენტარი გააკეთა. ვიდეოს სოციალურ ქსელში POSTV ავრცელებს.

ვიდეოში სოფო ნიჟარაძე ჟურნალისტის კითხვებს თავს არიდებს, თუმცა მისი მოკლე რეპლიკა ისმის.

“ახლა ამის დროა?” – ეუბნება სოფო ჟურნალისტს.

ჟურნალისტი მას ეკითხება: “თქვენთვის არ უჩუქებია?”

“ჩემთვის [სააკაშვილს] არაფერი უჩუქებია. ეს არის ტყუილ, – პასუხობს სოფო.

ასევე იხილეთ