,,საგარეჯოს ამბავი იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მთელი დღე გიყვებოდით…”

,,რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში, საგარეჯოში დატრიალებულ ტრაგედიას აშუქებდა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,საგარეჯოს ამბავი იმაზე უფრო მძიმეა ვიდრე მთელი დღე გიყვებოდით, ვიდრე მთელი დღე ისემენდოთ, ვიდრე ვწერთ და ვიდრე ვხედავთ. ვყვებით, ინფორმაციას ერთმანეთს ვუზიარებთ და მაინც ვერ გამოვთქვამთ, ვერ გამოვხატავთ იმ ტრაგედიას რაც იქ ტრიალებს.

დილით, აივანზე ტანს ზევით შიშველი კაცი გამოვიდა და ტიროდა, ტიროდა და ხმამაღლა ყვიროდა: “რა გააკეთე ნოდარ? რამდენი ოჯახი დაღუპე?” და მართლაც რა გააკეთა ნოდარმა?!

რამდენი ოჯახი დაღუპა, გაანადგურა, ცხოვრება მოუსპო. რამდენი მშობელი დატოვა შვილის გარეშე, რამდენს ხვალინდელი დღე გაუნადგურა. პოლიციელს ორი შვილი დარჩა ობლად, ერთ ბიჭს სამი.

ნოდარი, გადმოდგა და აივნიდან სროლა დაიწყო, ქაოტურად, უმისამართოდ ისროდა. მეზობელმა მითხრა: “ძაღლებსაც ესროდა”, ძაღლებამდე, დაჭრილების გასაყვანად მისულებსაც ესროდა, სასწრაფოს დაშავებულები ვერ გამოჰყავდა. არ აძლევდა საშუალებას ერთ მეზობელს მეორე გადაერჩინა, პოლიციელის მსგავსაც, ეს პატარა ბიჭებიც ერთმანეთის გადარჩენას შეეწირნენ.

ვინ უფრო გმირია? ზაზა, ზაქრო, გიორგი თუ ნოდო? ან მათი გადარჩენილი მეგობრები. ერთად გაზრდილები არიან და ერთად, ერთმანეთისთვის დახოცილებიც. ერთ ეზოში, ერთ კორპუსში ვიღაც გლოვობს, ტირის, მეორე აივანზე შვილის გადარჩენისთვის ღმერთს მადლობას წირავს. ეს ყველაფერი საშინელი სანახავი, მოსასმენი, გასაგები და გადმოსაცემია. მაგრამ ვერცერთი ჩვენგანი ვერ გაიგებს რა ტრაგედია ტრიალებს საგარეჯოს ამ პატარა ეზოში.
(ვიზიარებ ოჯახების ტრაგედიას, მოკლული ახალგაზრდები და პოლიციელი, დაჭრილი ბიჭები, ჩემთვის გმირები არიან. ასევე გმირები არიან სასწრაფოს ექიმები, რომლებიც წინააღმდეგობის მიუხედავად თავიანთი მოვალეობის შესრულებას ცდილობდნენ)”, – წერს ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა.

ასევე იხილეთ