„ქუთაისში გადავდივართ, იქ საკუთარი სახლი ვიყიდეთ…“

დუეტი „ლეონიის“ წევრები, ცოლ-ქმარი ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი ჟურნალ „თბილისელებს“ ახალ ამბავს უზიარებენ. მათ საკუთარი სახლი ქუთაისში შეიძინეს და იქ საცხოვრებლად გადადიან:

„ნოეს შემდეგ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ის, რომ ჩვენ გვქონოდა საკუთარი სახლი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალებით შევიძენდით. გამოვიდა და ძალიან ბედნიერები ვართ. უმოკლეს დროში გადავალთ კიდეც, თან, ისეთ ქალაქში, როგორიც ქუთაისია. იცით, როგორი ძვირფასია ეს ქალაქი ჩემთვის. მიხარია, რომ ეს ოცნებაც ავისრულეთ. ახლა სარემონტო სამუშაოები მიდის“, აღნიშნავს ლევან წვერავა და დასძენს – „მთელი ამ წლების განმავლობაში „ლეონიის“ ძირითადი რეპერტუარი ქუთაისში იქმნება. ჩვენი შემოქმედებითი მხარე მთლიანად ამ ქალაქს უკავშირდება და მას მარკეტინგული დატვირთვა დედაქალაქში ეძლევა. წლების შემდეგ ჩემს ქალაქში, რომელიც უზომოდ მიყვარს, ძალიან დიდი დროის გატარება მიწევს. ნახევარი წელიწადი იქ ვართ, ნახევარი – თბილისში, მაგრამ ერთიანად არა, სულ მივდი-მოვდივართ…“

ასევე იხილეთ