„მონაცემი“, როგორც ამბობს ქალბატონი მარინა, არ მქონდა?! რომ არ მქონდა ეს თათია ვერ იქნებოდა, რაც არის ახლა“

ბოლო დღეებია სოციალური ქსელი მოიცვა მომღერლის თათია კობალაძის ვიდეომ, რომელშიც მისი პირველი გამოსვლაა ასახული „ჯეოსტარში“, სადაც მუსიკალური პროდიუსერისგან არასახარბიელო შეფასებები დაიმსახურა, შემდეგ კი ამავე ვიდეოში ყველა ის წარმატებაა ასახული, რასაც თათიამ წლების განმავლობაში მიაღწია.

თათიამ აღნიშნული ვიდეო საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე განათავსა და პოსტი მარინა ბერიძეს მიუძღვნა.

მანამდე კი საკუთარ გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარია ბლოგერ გურამ შეროზიას პოსტზე, რომლის კომენტარში მომღერალმა ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა:

„გურამ ♥️ უდიდესი მადლობა ♥️♥️♥️ მეგობრებო, ყველას ძალიან დიდი მადლობა მიყვარხართ სუყველა♥️

აქვე დავწერ, კი იმ თათიასგან რადიკალური განსხვავებაა, თუმცა პროექტები სწორედ იმიტომ არის რომ ადამიანი გაიზარდოს! „მონაცემი“, ნუ როგორც ამბობს ქალბატონი მარინა არ მქონდა?! რომ არ მქონდა ეს თათია ვერ იქნებოდა რაც არის ახლა.

მე უბრალოდ შანსი მჭირდებოდა♥️ შანსი და მეტი არაფერი! ეს შანსი ჩემ ქვეყანაში არ მომცეს ♥️ მაგრამ მაინც უდიდესი მადლობა ქალბატონ მარინას, იმისთვის რომ ეს სიტყვები რაც მან მითხრა არასოდეს დამვიწყებია და არც დამავიწყდება. ხოდა ყოველი ჩემი გამარჯვება თუ წარმატება მისთვის გულში ჭვალის გავლა იქნება რომ შეეშალა მართლა ძალიან შეეშალა ♥️ კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყველა თქვენგანს♥️♥️ სიყვარულისთვის“, – დაწერა თათია კობალაძემ.

ასევე იხილეთ