ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავის“ ჟიურის წინაშე: „საიდან ხარ? საქართველოდან…“

ნუცა ბუზალაძე აქვეყნებს „ამერიკის ვარსკვლავის“ მეორე ეპიზოდის პრომოს, სადაც მისი გამოსვლის მცირე ნაწილი ჩანს – ნუცას მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც ჟიურის წევრები არიან, ეკითხებიან, საიდან არის ის. ნუცა პასუხობს, რომ ის ჯორჯიიდანაა. რასაკვირველია, მას უწევს დაზუსტება, რომ გულისხმობს არა ამერიკის შტატს, არამედ ქვეყანას, რადგან ჟიურის ერთ-ერთი წევრი პასუხობს, რომ ისიც ჯორჯიიდანაა…

შეგახსენებთ, ნუცას ხილვა „ამერიკის ვარსკვლავში“ 26 თებერვალს შეგვიძლია.

 

ასევე იხილეთ