“ჩემო პატარა, არ დაგტოვე და ბოლომდე შენთან ვიყავი, მამაშენისგან განსხვავებით” – ლევ ძენგოვის ყოფილი ცოლის სკანდალური პოსტი

რუ­სუ­ლი მე­დია ქეთა თო­ფუ­რი­ას მე­ო­რე ქმარ­ზე, ლევ ძენ­გოვ­სა და მის ყო­ფილ ცოლ­ზე წერს, რო­მელ­თა­ნაც ბიზ­ნეს­მენს 2015 წელს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა, თუმ­ცა ბავ­შვი მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

ქეთი თო­ფუ­რი­ას­თან შეხ­ვედ­რამ­დე ლევ დენ­გო­ვი ირი­ნა რაკ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. იმ სა­ში­ნელ წელს, რო­დე­საც წყვილს შვი­ლი და­ე­ღუ­პათ, ირი­ნა რაკი მარ­ტო დარ­ჩა თა­ვის უბე­დუ­რე­ბას­თან, რად­გან ლეომ ოჯა­ხი მი­ა­ტო­ვა. ქალ­მა ორი დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც გარ­დაც­ვლილ შვილ­ზე წერს:

“დღეს 8 წლის გახ­დე­ბო­დი… ჩემო პა­ტა­რა ან­გე­ლო­ზო… ჩემო მა­რია იზა­ბელ… 2015 წლის 19 თე­ბერ­ვალს პირ­ვე­ლად გავ­ხდი დედა… ეს ჩემი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი დღეა. დად­გა დრო, როცა შე­მიძ­ლია თა­ვი­სუფ­ლად ვი­ლა­პა­რა­კო და დავ­წე­რო ამა­ზე და არც ერთი კო­მენ­ტა­რი არ მე­წყი­ნე­ბა… იცი რა­ტომ? რად­გან სი­მარ­თლე ჩემს მხა­რეს არის.
ღმერ­თმა იცის, რომ ღირ­სე­უ­ლად ჩა­ვა­ბა­რე ეს გა­მოც­და… მე და ჩემ­მა ოჯახ­მა არ დაგ­ტო­ვეთ და ბო­ლომ­დე შენ­თან ვი­ყა­ვით, მა­მა­შე­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით. და არ მრცხვე­ნია, რომ ხალ­ხს თვა­ლებ­ში ვუ­ყუ­რებ… მე იქ ვი­ყა­ვი და ბოლო წუ­თამ­დე ვიბ­რძო­დი შენი სი­ცო­ცხლის­თვის… ისე მოხ­და, რომ ღმერ­თმა ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი რამ წა­მარ­თვა ჩემო ან­გე­ლო­ზო“, – წერს ქალი

“წლე­ბის შემ­დეგ, მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც მოხ­და ჩემი ცხოვ­რე­ბის ამ 1,5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში… ეს არ იყო ად­ვი­ლი … ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც გან­ვი­ცა­დე, გარ­და­იქ­მნა ძა­ლად, რო­მე­ლიც მაძ­ლევს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას, ვი­ცხოვ­რო ამ სი­გი­ჟე­ში, რა­საც თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო ჰქვია. მხო­ლოდ შეგ­ნე­ბუ­ლი ხალ­ხი გა­მი­გებს, არ არ­სე­ბობს ფი­ზი­კუ­რი სხე­უ­ლი, მაგ­რამ სული… სული მა­რა­დი­უ­ლია, შენი კი ყო­ველ­თვის ჩემ­თან ხარ და მეხ­მა­რე­ბი.
მიყ­ვარ­ხარ ჩემო პა­ტა­რა ან­გე­ლო­ზო, შენ ყო­ველ­თვის ჩემს გულ­ში ხარ, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ შე­მოხ­ვე­დი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. შენ ხარ ჩემი უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა და ამავდრო­უ­ლად მწუ­ხა­რე­ბა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა რაც გა­მო­ვი­ა­რეთ, ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, ეს იყო სა­უ­კე­თე­სო დრო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ახლა კი მზად ვარ ღიად გა­ვუ­ზი­ა­რო ჩემი ამ­ბა­ვი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს ბევრ ქალს გა­მო­ად­გე­ბა, სხვე­ბის­თვის კი შე­საძ­ლოა აღ­მო­ჩე­ნა იყოს…“ , – წერს ირი­ნა რაკი.

ირი­ნა რა­კი­სა და ლევ ძენ­გო­ვის ცხოვ­რე­ბა­ში ტრა­გე­დია 8 წლის წინ მოხ­და. ქა­ლის თქმით, ყო­ფილ­მა ქმარ­მა მას ყვე­ლა­ზე რთულ მო­მენ­ტში უღა­ლა­ტა. აღ­მოჩ­ნდა, რომ და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე მათი ახალ­შო­ბი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბით იტან­ჯე­ბო­და. დენ­გოვ­მა ვერ გა­უძ­ლო სახ­ლში არ­სე­ბულ და­ძა­ბულ ვი­თა­რე­ბას და წა­ვი­და.

ამის შემ­დეგ, გო­გო­ნამ მხო­ლოდ 1,5 წელი იცო­ცხლა. მაგ­რამ დენ­გოვ­მა თით­ქოს წა­შა­ლა მისი ყვე­ლა მო­გო­ნე­ბა, რო­მე­ლიც მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბას­თან აკავ­ში­რებ­და. ამ­ჟა­მად ბიზ­ნეს­მე­ნი ქეთი თო­ფუ­რი­ა­ზე ბედ­ნი­ე­რად არის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და მას­თან ერ­თად ვაჟს ზრდის. ძენ­გოვს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი შვი­ლიც ჰყავს. წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

ასევე იხილეთ