“აქეთ გამომხედეთ, ქალბატონო გრიგოლიავ!”

ჟურნალისტი სოსო ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“აქეთ გამომხედეთ, ქალბატონო გრიგოლიავ!

ვისაც გუშინ „ფორმულას” სტუდიაში სრულიად არამოსალოდნელ „ოცდაჩვიდმეტზე” ესაუბრებოდით, იმან, დაახლოებით ოცი წლის წინათ, თავის (და თქვენს) პრეზიდენტთან, მის გუნდთან და კრიმინალური რეჟიმის თქვენნაირ ადეპტებთან ერთად, საქართველოში უკვე დააყენა რეალური „37″.
სწორედ მისი, ზვიად ქორიძის, ხელმოწერით(აც) გაუშვეს უნივერსიტეტიდან მისივე(?!) და, მისგან განსხვავებით, ღირსეულ ჟურნალისტთა თაობების მოძღვარი, ბატონი ნოდარ ტაბიძე.
ეს „ოცდაჩვიდმეტზე” მეტიც იყო:
იუდას საქციელი გაიმეორა.”

ასევე იხილეთ