„დედობა შეუდარებელი განცდაა.. მოვინახულე ბავშვები, ვისთანაც დედობრივი ზრუნვა მაკავშირებს“

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი დედებს დღევანდელ დღეს ულოცავს.

სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში იმ ბავშვებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებთანაც, მისი თქმით, დედობრივი ზრუნვა აკავშირებს:

„ყველა ქალს ვულოცავ, ვისაც ერგო დედობის ბედნიერება. დედობა შეუდარებელი განცდაა, რომელიც გაამდიდრებს და გაძლიერებს.

დღეს და გუშინ მოვინახულე ბავშვები ვისთანაც დედობრივი ზრუნვა მაკავშირებს: ერეკლე და ცოტნე, დაჩი, ანასტასია, ტასო“, – წერს სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ