„ვის ვინ ეკითხება მე სად გავაჩინე ჩემი მანანიკო?!.. ამით მტკიცდება რომ ამერიკა მირჩევნია რუსეთს!“

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბექა ოდიშარიას მეუღლე, მაკუნა გამცემლიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება „სირცხვილიას“ მიერ „ფეისბუკ“ გვერდზე გავრცელებულ ფოტოებს წარწერით – „გვახსოვდეს, რომ რუსულ კანონს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა!“, რომელშიც „სირცხვილია“ აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს დასავლური მომავალი მხოლოდ საკუთარი შვილებისთვის ემეტებათ“.

პოსტში მმართველი პარტიის ლიდერებთან ერთად, ნახსენებია დეპუტატი ბექა ოდიშარია, რომლის უმცროსი შვილი, „სირცხვილიას“ ცნობით, ამერიკაშია დაბადებული და ამერიკის მოქალაქეა.

„აი, ამ ბოდვას მართლა ვერ ვხვდები ?! ვის ვინ ეკითხება მე სად გავაჩინე ჩემი მანანიკო ?! თუ ვმალავდი და ამომიქექეს? 🙊😂

ამით მტკიცდება რომ ამერიკა მირჩევნია რუსეთს! კიდევ?!!! 🤷‍♀️

ასევე იხილეთ