“ პროფესია ყველას გვაქვს, მაგრამ თუ ქვეყანაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღე, სჯობს ბოლომდე მიჰყვე”

ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“მიუხედავად ჩემი პოზიტიური დამოკიდებულებისა დავით სერგეენკოს მიმართ მაინც არ მგონია სწორი ნოდარიკო მელაძის პროპაგანდა tv- ს რესპოდენტად წარმოჩენა და ამ ძნელ დროში საკუთარი პროფესიის გახსენება. პროფესია ყველას გვაქვს, მაგრამ თუ ქვეყანაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღე, სჯობს ბოლომდე მიჰყვე. საკუთარი აზრის გამოთქმა, ამ ხელისუფლების პირობებში არავისთვის დაუშლიათ, არც სამხედრო დისციპლინა შემოუღიათ პარლამენტარებისათვის (ნაცებისგან განსხვავებით), ასე რომ ჩემთვის როგორც მისი ერთი მხარდამჭერისათვის უსიამოვნო საცქერი იყო, თუ როგორ გამოაყენებინა საკუთარი ინტერვიუ ნაცებს, საკუთარი თანამოაზრეების წინააღმდეგ.”

 

ასევე იხილეთ