„ბოლო პერიოდში ჩემში ძაან ქართველმა გაიღვიძა!.. ამერიკის ათწლიანი ვიზა მაქვს და მაინც სხვაგან ვერსად წარმომიდგენია ცხოვრება!..“

„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის გამარჯვებული, გურამ შეროზია ჩოხაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ამ ბოლო პერიოდში მასში ქართველობამ გაიღვიძა:

„ძააან ქართველმა გაიღვიძა ჩემში ბოლო პერიოდში:

– ჩოხაზე და მის ელემენტებზე ვგიჟდები

– ღვინო და სადღეგრძელოებიც მიყვარს

– ტრადიციებს სულ ვაპიარებ, სადაც ვმოგზაურობ და ქვეყნის ქებაში ვარ

– ენები ვიცი ოხრად, ამერიკის ათწლიანი ვიზა მაქვს და მაინც სხვაგან ვერსად წარმომიდგენია ცხოვრება

– აჭარული ხაჭაპური, ხინკალი, ელარჯი, ლობიო და ა.შ. მირჩევნია ყველა ევრაზიულ კერძს )))

– გურამი მქვია და არასდროს მიცდია გუგად, გუროდ და სხვა სახელებად გადავკეთებულიყავი.

მეტი რა ვქნა? მგონი, ჩოხასაც ვიხდენ:)))“

ასევე იხილეთ