“ყველა ტალახი იყო უსაბუთო და გამიზნული იმისთვის, რომ ფეხზე ძლივს წამომდგარი, ისევ წავქცეულიყავი…” –

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ბოლო დღე­ებ­ში მის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე კი­დევ ერთხელ სა­უბ­რობს.

“დილა მშვი­დო­ბი­სა. დღეს ორ­შა­ბა­თია. ამ ორი კვი­რის მან­ძილ­ზე, მე მო­ვის­მი­ნე და ავი­ტა­ნე ყო­ველ­გვა­რი სი­ბინ­ძუ­რე და ცი­ლის­წა­მე­ბა, და­გეგ­მი­ლი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი, სრუ­ლი­ად სხვა­დას­ხვა წრი­დან. ყვე­ლა ტა­ლა­ხი იყო უსა­ბუ­თო და გა­მიზ­ნუ­ლი იმის­თვის, რომ ფეხ­ზე ძლივს წა­მომ­დგა­რი, ისევ წავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი და სულ მცი­რე – კვლავ თვე­ო­ბით გა­უქ­მე­ბუ­ლი­ყო ჩემი ცხოვ­რე­ბა.

ცხა­დად ვხე­დავ­დი, რო­გორ იო­ლად გა­და­ვი­ქე­ცი ზოგი ჯგუ­ფის­თვის და მე­დი­ის­თვის, მხო­ლოდ სწო­რი სი­ტყვე­ბი­სა და საქ­მის გამო, ორ კვი­რა­ში, მი­სა­ბა­ძი ქარ­თვე­ლი­დან უმ­სგავ­სოდ და ყვე­ლაფ­რის ჩამ­დე­ნად. რო­გორ ჩა­ი­გუ­ბეს პირ­ში წყა­ლი ვიწ­რო ში­შე­ბის გამო მე­გობ­რებ­მა და რო­გორ მი­ცავ­დნენ სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი. ვი­დე­ქი მტკი­ცედ და მგო­ნი რომ ღირ­სე­უ­ლად.

ვცემ­დი პა­სუ­ხებს, ხან მცი­რე ირო­ნი­ით, ხან ვრცლად და სე­რი­ო­ზუ­ლად, ხან ღელ­ვით – არ გა­მი­ლან­ძღავს არა­ვინ და თი­თიც არა­ვის­კენ გა­მიშ­ვე­რია. თუმ­ცა ესეც ით­ქვას – ამ ნი­აღ­ვრის სა­პირ­წო­ნედ იყო გა­ცი­ლე­ბით დიდი და სუფ­თა მდი­ნა­რე – ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ყო­ველ­დღი­უ­რი წე­რი­ლი, სა­ო­ცა­რი მხარ­და­ჭე­რი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე, მა­თიც – ვის­გა­ნაც სა­ერ­თოდ არ ან უკა­ნას­კნე­ლად ვე­ლო­დი.მე არ ვარ შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი.

გა­ივ­ლის დრო და ის ხალ­ხი, ვინც ამ დღე­ებ­ში ყვე­ლა­ფე­რი იკად­რა, ნელ-ნელა ისევ დაბ­რუნ­დე­ბა ჩემ­თან, ზოგი ბო­დი­შით, ზოგი არ­შემ­ჩნე­ვით და არც მე შე­ვიმ­ჩნევ – ისევ გა­ვუწ­ვდი ხელს და ღი­მი­ლი­ა­ნი დუ­მი­ლით ვე­ტყვი, რომ ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნის უპი­რა­ტე­სო­ბა, ფე­რის­ცვა­ლე­ბის უნარს ეფუძ­ნე­ბა. რომ მე და თქვენ შეგ­ვიძ­ლია გა­დავ­ლა­ხოთ წარ­სუ­ლი, გა­ვუმ­ჯო­ბეს­დეთ და ვა­პა­ტი­ოთ ერ­თმა­ნეთს – რომ მე ამის­თვის მზად ვარ.

მა­ნამ­დე კი საქ­მე­ებს შე­ვუდ­გე­ბი. ად­ვი­ლია? – არა. მაგ­რამ თქვენ­გან ნა­ჩუ­ქა­რი ძალა და სურ­ვი­ლე­ბი შე­მაძ­ლე­ბი­ნებს. ეს დღე­ე­ბი მარ­თლა შე­საძ­ლებ­ლო­ბის ზღვარ­ზე ვი­ა­რე და ყვე­ლას ბო­დი­ში, თუკი უნებ­ლი­ედ რამე ვა­წყე­ნი­ნე და ყვე­ლას მად­ლო­ბა, ვინც ერთი მარ­თა­ლი სი­ტყვა გა­ი­მე­ტა ჩემ­თვის”, – წერს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ასევე იხილეთ