“გოგონებო, არ გათხოვდეთ! გევედრებით, არ აყვეთ იმ ისტერიკას და განგაშს, რაც თქვენ გარშემოა ”გასათხოვარ” ასაკში…”

მსახიობი და ტელეწამყვანი, ნანუკა გულუა მეუღლეს, კახაბერ კაშიას იუბილეს ულოცავს და ქალებს მიმართავს, არ გათხოვდნენ საზოგადოების ზეწოლის გამო.

“გოგონებო, არ გათხოვდეთ! გევედრებით, არ აყვეთ იმ ისტერიკას და განგაშს, რაც თქვენ გარშემოა ”გასათხოვარ” ასაკში, არ გაყვეთ “ისე რა” არჩევანს, არც “რაც არის, არის” არ ეჭიდავოთ თქვენ სურვილებს. ეგრევე მიხვდებით თქვენს ნახევარს, უფრო უშფოთველი და ფერადი ხდება ცხოვრება, გაღვიძება, დაძინება… ასეთი კეთილი, თბილი, ლაღი, ჭკვიანი როგორ დაგიმსახურე ნეტა! გილოცავ და ვულოცავ საკუთარ თავს შენს დაბადებას !“, – წერს ნანუკა გულუა.

ასევე იხილეთ