“უდიდესი მოტივაციით გააგრძელებს ბრძოლას” – ხვიჩა კვარაცხელიამ ონკოპაციენტს ოცნება აუხდინა

“ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ფეხბურთელ, ზურიკო დავითაშვილთან ერთად ონკოპაციენტებს შეხვდა და ოცნება აუსრულა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში “ბერი ანდრიას ფონდი” ავრცელებს.

“ჯადოსნური დღე გამოგვივიდა დღეს, გიო მურვანიძე ს ყველაზე სანუკვარი ოცნება ავასრულეთ, გულში ჩაიკრეს მისმა ფავორიტმა ვარსკლავებმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ზუკა დავითაშვილმა.

ეს ემოცია და სიხარული არასდროს დაავიწყდება გიოს, უდიდესი მოტივაციით გააგრძელებს ბრძოლას და იმედი მაქვს გავიმარჯვებთ!”, – წერია განცხადებაში.

ასევე იხილეთ