“რასაც ვკითხულობ და ვხედავ, დიდ სულიერებას და ინტელექტს რომ თავი დავანებოთ, აღარც ადამიანობა შეგვრჩა”

დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს, რომ საზოგადოებას ამ ეტაპზე, ადამიანობაც კი აღარ შერჩა.

“ეს ბოლო დღეები, რასაც ვკითხულობ და ვხედავ, დიდ სულიერებას და ინტელექტს, რომ თავი დავანებოთ, აღარც ადამიანობა შეგვრჩა…

კიევ-პეჩორის ლავრაზე ის ხალხი ნერვიულობს, აფხაზეთი უკან რომ მოატივებინეს…

ამდენი ტირილი და გლოვა ილორის წმინდა გიორგის ტაძარზე, ბედიაზე და კომანზე არ მომისმენია…

რას ნიშნავს ეს ამდენი თვალთმაქცობა… ამას არც ფარისევლობა ქვია…

თურმე რა უსამართლობაა რუსების გამოშვება ლავრიდან…

თურმე ამის გამო ოქროს ჯვრები გაშავდა…

ძალიან არ მინდა დავიჯერო, რომ მართლა არაფერი გვეშველება, თორემ ასე მძაფრად ერთიანი საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ მესამის საფლავის დაკარგვას რატომ არ განიცდით…

ეს უფრო მოგვეკითხება, ამის გამო უფრო ვაგებთ პასუხს… 

კიევის მიწაზე აღმართული ოქროს გუმბათების გლოვას თავი ანებეთ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსებისგან განადგურებული ეკლესია-მონასტრები იგლოვეთ!”, – წერს პეტრე კოლხი.

ასევე იხილეთ