“მებრძვიან ოჯახის წევრები, რა საავადმყოფო მოგვიწყვეო მაგრამ უშედეგოდ“

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და 90-იან წლებს იხსენებს.

„რამდენს ნიშნავს ბავშვობის ტრავმა!

90-იანების დროს ბათუმში, 4 კორპუსში მხოლოდ ერთ ოჯახს ქონდა ეს განათება. იტენებოდა და მერე თეთრად ანათებდა.

მახსოვს ფანჯარასთან ვიდექი საათობით და შევნატროდი იმ ოჯახს და დღემდე არ ამომდის ეგ კადრი თვალებიდან. 

ხო და რაც თეთრი ნათურები გამოვიდა, იმის მერე ყველა ოთახში თეთრი განათება მაქვს. მებრძვიან ოჯახის წევრები, რა საავადმყოფო მოგვიწყვეო მაგრამ უშედეგოდ. მე ბედნიერი ვარ თეთრ შუქში“, – წერს კაჭკაჭიშვილი.

ასევე იხილეთ