“ამერიკის ვარსკვლავის” ტოპ 24 -ში!.. რთული გზა გავიარე აქამდე” – ნუცა ბუზალაძის მორიგი შთამბეჭდავი გამოსვლა: აღფრთოვანებული ჟიური და ფეხზე წამომდგარი აუდიტორია

ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის, ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოს­ვლე­ბი ამე­რი­კულ მე­გაპ­რო­ექტ American Idol-ში გრძელ­დე­ბა. გუ­შინ­დე­ლი შთამ­ბეჭ­და­ვი შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რო­გორც ნუცა წერს, TOP 24 კონ­კურ­სანტს შო­რის მოხ­ვდა. ის სცე­ნა­ზე მარ­თლაც მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ი­ხარ­ჯა, რაც არც ჟი­უ­რის გა­მორ­ჩე­ნია და არც აუ­დი­ტო­რი­ას. ჟი­უ­რი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო და ოვა­ცი­ებს ვერ მა­ლავ­და, ხოლო დამ­სწრე­ე­ბი ფეხ­ზე იდ­გნენ და ისე უკ­რავ­დნენ ტაშს ნუ­ცას.

კონ­კურ­სის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტი იყო ნუ­ცას სა­უ­ბა­რი დე­დას­თან ქარ­თულ ენა­ზე, რო­მე­ლიც ეკ­რან­ზე ინ­გლი­სუ­რი სუბტიტ­რე­ბით გა­დი­ო­და. პრო­ექ­ტში ნუ­ცას დედა დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ერ­თო. ნუ­ცამ მას ახა­რა, რომ მოხ­ვდა კონ­კურ­სის ტოპ 24 მო­ნა­წი­ლეს შო­რის.

“ამე­რი­კის ვარ­სკვლა­ვის” ტოპ 24 -ში! არ მჯე­რო­და, რთუ­ლი გზა გა­ვი­ა­რე აქამ­დე, გან­სა­კუთ­რე­ბით როცა ერ­თა­დერ­თი უცხო­ე­ლი ხარ პრო­ექ­ტში… მაგ­რამ წინ ბევ­რი მა­გა­რი გა­მოს­ვლა გვე­ლო­დე­ბა, მიყ­ვარ­ხართ ძა­ლი­ან!” – წერს ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე “ფე­ის­ბუქ­ში”.

ასევე იხილეთ