“ჯანეტის გამოჩენა იყო ყველაზე დიდი გარდატეხა ჩემს ცხოვრებაში, ძალიან მწყდება გული, რომ დედამ ვერ გაიცნო ვერც ანნა, ვერც ჯანეტი”

“ჯანეტის გამოჩენა, იყო ყველაზე დიდი გარდატეხა ჩემს ცხოვრებაში. ძალიან მწყდება გული, რომ დედამ ვერ გაიცნო ვერც ანნა, ვერც ჯანეტი”, – ამის შესახებ პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ “იმედის” ეთერში თქვა. გარდა ამისა, ნოე და ჯანეტმა ოჯახური ცხოვრების უცნაური ეპიზოდი გაიხსენეს.

“ერთი მაგარი ამბავი მინდა რომ მოვყვე, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა. დედაჩემის წლისთავი იყო. ვაპირებდი მარტო წავსულიყავი საფლავზე და იქ გადამეხადა პანაშვილი. არავის შეწუხება არ მინდოდა..

ამ დროს საუბარში ჯანეტი ჩაერთო: “მე და ანნა გზაში ვიყავით, ანნა მიმყავდა ბაღში მანქანით. სულ სხვა რაღაცაზე ვლაპარაკობდით და უცბად მეუბნება: დედა ლიზი სად არის? გავჩერდი და დავუწყე ახსნა, რომ ის მაინც ჩვენთან არის, ზემოდან გვიყურებს.. “რატომ არის ცაში, ჩვენთან რატომ არ მოდის?” – მეკითხება როდის მოვაო. ამ დროს დავურეკე ნოეს და ავუხსენი სიტუაცია..”, – იხსენებს ჯანეტი.

საუბარში ისევ ნოე ჩაერთო: “მე გზაში ვარ, სხვა მანქანაში, არ მითქვამს რომ წლისთავია. სასაფლაოსკენ გზაში ჯანეტი მირეკავს და მეუბნება ესეთ რამეს.. იმის თქმა მინდა, რომ ნუ მოვიტყუებთ, რომ რამე არ არსებობს, მჯერა, რომ ბავშვები გაცილებით მეტს ხედავენ. მიხარია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ, ჯანეტი ასე აღიქვამს დედაჩემის არსებობას ჩემს ცხოვრებაში”, – ამბობს ნოე სულაბერიძე.

ასევე იხილეთ