„ეს ინფორმაცია თავად მოვიპოვე, ეს ადამიანი მოსიარულე მანიაკია.. კიდევ მაქვს რაღაც ინფორმაცია, რომელსაც მოგვიანებით გავასაჯაროებ“

მარტა ბარამიძემ, რომელიც საზოგადოებამ პოპულარული კულინარიული შოუს, „მასტერშეფის“ საშუალებითა და პარალელურად, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული ეპიზოდური როლით გაიცნო, ტელეკომპანია ფორმულას გადაცემაში „ია ფარულავას კონვერტი“ მისთვის ერთ-ერთ მტკივნეულ თემაზე ისაუბრა რამდენიმე თვის წინ, რომელიც მისივე თქმით, სექსუალურ ძალადობას ეხება.
მარტა ბარამიძემ მის მიერ გავრცელებულ ამბის ახალ დეტალებზე „კვირის პალიტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ სარჩელი პროკურატურაში შეიტანა და ამ ეტაპზე, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

გთავაზობთ, ამონარიდს „კვირის პალიტრასთვის“ მიცემული ინტერვიუდან:

„მე დავადასტურე ყველა ფაქტი, დაიკითხა მოწმე, ჩამიტარდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, ჭრილობის ექსპერტიზა, რომელიც ბიკო ბირბიჩაძემ მომაყენა. ამ ადამიანმა, გავლენიანი პირების დახმარებით, რამდენჯერმე სცადა საზღვრის გადაკვეთა, მაგრამ ეს ვერ შეძლო. უახლოეს დღეებში გავმართავ პრესკონფერენციას და პროკურატურისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოვითხოვ“

– ამ ხნის განმავლობაში მისი მხრიდან დაშინების, კონტაქტზე გამოსვლის მცდელობა იყო?

„არა, იცის საქმე ისედაც ცუდად აქვს და ერთი ნაბიჯიც რომ გადმოდგას, მდგომარეობას უფრო დაიმძიმებს. მხოლოდ ქვეყნიდან გასვლის მცდელობა ჰქონდა“

– ეს ინფორმაცია საიდან გაქვს?

„ინფორმაცია თავად მოვიპოვე, ეს ადამიანი მოსიარულე მანიაკია. კიდევ მაქვს რაღაც ინფორმაცია, რომელსაც მოგვიანებით გავასაჯაროებ“

ასევე იხილეთ