“ერთ დროს ძალიან ქაოსური და ხმაურიანი მანჰეტენი წელს საკმაოდ მშვიდი და უხმაურო დამხვდა… თბილისმა გადაასწრო ხმაურით და ქაოსით”

მოდელი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია, რომელიც აშშ-ში იმყოფება, საკუთარ გამომწერებს მორიგ ფოტოებს უზიარებს.

თიკა ამჯერად ცენტრალ პარკში, შვილთან, ძმასთან და ძმის მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და წერს:

„ცენტრალ პარკი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომით 34 მილიონი მ2. 15 მილიონი ვიზიტორი წელიწადში.

ესაა მანჰეტენი, ერთ დროს ძალიან ქაოსური და ხმაურიანი, წელს უკვე საკმაოდ მშვიდი და უხმაურო დამხვდა….

თბილისმა გადაასწრო ხმაურით და ქაოსით, როგორც ჩანს. შევივსეთ სილაღის ენერგიით. აქ ხომ ესაა წამყვანი… თავისუფალი, მიმღები და ლაღი გარემო“, – წერს თიკა ფაცაცია.

ცნობისათვის, თიკა ფაცაცია აშშ-ში მყოფი ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტის გამართვას გეგმავს.

No description available.

 

ასევე იხილეთ