„იცნობდეთ ამ თაღლითს, რომელიც იყენებს პატრიარქის და სუხიშვილების დასის სახელს უსირცხვილოდ!“ – რა მოხდა ერთ-ერთ მაღაზიაში

მაღაზია Teeannsy თიენსი, წერს, რომ თბილისის ფილიალიდან ქალმა ნივთი მოიპარა. 

„მაღაზიაში სადაც ვმუშაობ დღეს შემოვიდა ეს ქალი რომელიც გამეცნო, თავის ისტორიას და დაამატა რომ არის სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე ეხმარება დასთან ერთად ორ გოგონას, რომლებიც საავადმყოფოში წვანან მთხოვა დავხმარებოდი პატრიარქის მიერ ნაკურთხი ხატის შეძენით რაც გავაკეთე. ფულის მოსატანად როცა წავედი მივიდა იქ სადაც დევს ძვირფასი ნივთები და ათვალიერებდა როცა დავბრუნდი მითხრა, რომ დედამისთან უნდა წასულიყო პური უნდა აეტანა და დაბრუნდებოდა ყავის დასალევად, კადრებშიც ეს ჩანს.

ვიდეო გადავუღე მაშინ როცა მივხვდი, რომ სტუმრებისთვის განკუთვნილ კანფეტებს, რომელიც გვაქვს მაღაზიაში აკლდა უამრავი, თითქმის ცარიელი გახადა და რატომღაც ვიეჭვე, რომ რაღაცაში იყო საქმე. მოიპარა ნივთი რომლის კადრებიც არსებობს და ტყუილად არ ვდებ ბრალს უცხო ადამიანს. ამ პოსტის და ვიდეოს მიზანია ყველა იცნობდეს ამ თაღლითს რომელიც იყენებს პატრიარქის და სუხიშვილების დასის სახელს უსირცხვილოდ! ასევე გამოგინილ ადამიანებს რომლებიც ვითომ ავად არიან!“-წერს თანამშრომელი.

 

 

ასევე იხილეთ