“ჩემი გოგო ზეცაში გაფრინდა…” – გია ბარამიძის 18 წლის გერი მოულოდნელად გარდაიცვალა

ცნობილი პოლიტიკოსი გია ბარამიძე ცოტა ხნის წინ დაქორწინდა მეორედ უკრაინელ ქალბატონზე, ანა ფილიპჩუკზე. გუშინ მან ტრაგიკული ამბის შესახებ ამცნო საზოგადოებას – მისი 18 წლის ქალიშვილი მარია ტერეშჩენკო მოულოდნელად გარდაიცვალა.

“2023 წლის 3 ივნისს ჩემი გოგონა ზეცაში გაფრინდა”, – დაწერა ანამ. შემდეგ კი პოსტი გია ბარამიძემაც გააზიარა და კომენტარიც გააკეთა:

“თანაგრძნობისთვის ყველას დიდი მადლობა, მეგობრებო! არ ვიცით, რა მოუვიდა ბავშვს (18 წლის ახლახან გახდა). ბებიის თვალწინ გული წაუვიდა, და სასწრაფოს ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა. მიზეზებს გერმანიის შესაბამისი მხარის (სადაც ცხოვრობდნენ, და მარიას უმაღლესში უნდა ესწავლა) სისხლის სამართლის საქმეთა პოლიცია იძიებს. უტარდება ექსპერტიზა და (როგორც გვითხრეს) პასუხი უახლოეს კვირაში უნდა გვქონდეს. კიდევ ერთხელ ყველას უღრმესი მადლობა!”

თავად გია ბარამიძეს ერთი ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან.

ასევე იხილეთ