თათია შარანგიას მეუღლე სიყვარულს საჯაროდ ემოციური სიტყვებით უხნის

გრანდიოზული ქორწილის შემდეგ თათია შარანგიას მეუღლე ჯარჯი თორაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

ჯარჯი მისი და თათიას ბედნიერების გაზიარებისთვის მადლობას იხდის და ცნობილ მეუღლეს საჯაროდ უხსნის სიყვარულს.

„მე ვზეიმობ სიხარულს, მე ვზეიმობ სიყვარულს, მე ვარ ბედნიერი. მე ვარ გამარჯვებული, მე სიყვარული ვიგრძენი და შევიგრძენი ბოლომდე! გმადლობ თა, შენ ამ ყველაფრისთვის! ჩემი ცხოვრება შედგა! მიყვარხარ! ჩვენ გავიმარჯვეთ! სიყვარულმა გაიმარჯვა! დიდი მადლობა ყველას ვინც ეს დღე გაიზიარა ჩვენთან ერთად და ასე ლამაზად ჩაატარა (ვერასდროს რომ ვერ წარმომედგინა)
ლამაზი დღეები მთელი ცხოვრებაა!

თათი შენ განუმეორებელი ხარ!

ჩვენ ბევრნი ვართ! ძლიერები ვართ!

მადლობას გიხდით ყველას, ჩვენი იმედი ყოველთვის გქონდეთ!

თა მიყვარხარ! გილოცავ ჩვენს დღეს! მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის!“ – წერს ჯარჯი თორაძე.

ასევე იხილეთ