“რაჭას კიდევ ერთი ოჯახი მივემატეთ…“ – ნინო ბაშარული სოფელში გადასახლდა (ვიდეო)

მომღერალი ნინო ბაშარული საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ამცნობს.

საქმე ისაა, რომ ნინო ბაშარული რაჭაში, სოფელ თლუღში გადასახლდა.

„რაჭას კიდევ ერთი ოჯახი მივემატეთ, ვინც თბილისი დატოვა

ჩემთვის ეს გამოწვევაც არის და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებაც

ყველაზე მეტად კი, მაინც ის მახარებს, რომ სოფელს დავუბრუნდით, მონჯღრეულ სახლუკას შევაკეთებთ და ფესვებს გავამყარებთ..

მინდა დაიმახსოვროთ ეს გარემო, გვინდა ხელი შევავლოთ და გადავარჩინოთ ჩვენი ფუძისეული, მამაპაპისეული სახლი, ამ ულამაზეს სოფელ თლუხში, სავარაუდოდ, ზუსტად 3 კვირაში თქვენ ამ გარემოს ვეღარ იცნობთ..

დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის მეგობრებო

გზადაგზა გავაზიარებთ ხოლმე ჩვენს სიახლეებს, სახლის ფეხზე დადგომის კადრებს ))

იქნებ ვინმესთვის მოტივაცია იყოს სოფელში დაბრუნების“, – წერს მომღერალი.

ასევე იხილეთ