“უცებ მეუბნება: გაგიხსენეთ, თქვენ მე 3 წლის წინ შუბლის ბოტოქსი გამიკეთეთო”

საოპერო მომღერალი, თამარ ივერი სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას აქვეყნებს.

“მოკლედ,ერთი ქალბატონი მომაჩერდა და მომესალმა. რადგან ჩვეული ვარ ხალხის ყურადღებას…. მეც მივესალმე. უცებ ვხედავ მოდის და მეუბნება…. საიდანღაც გიცნობთ და მაცადეთ, უნდა გავიხსენოო  უკვე დავიძაბე…თურმე არ ვცნობივარ ვინ ვარ და ისე მომესალმა მეთქი

აბა, კარგად გაიხსენეთ მეთქი და გავუღიმე.

…..ცოტა ხანი იწრიალა, იწრიალა იფიქრა, ბოლოს შვებით ამოისუნთქა და მეუბნება…. უფ, როგორც იქნა გამახსენდით-ო

ოოოო, აბა საიდან მეთქი, ეშმაკურად გავუღიმე და ის ის არის ველოდები რომ (თუ სახელ-გვარს ვერ გაიხსენებს) თუნდაც მეტყვის…. თქვენ მგონი მომღერალი უნდა იყოთო….. უცებ მეუბნება: “კი, გაგიხსენეთ, თქვენ მე ასე 3 წლის წინ შუბლის ბოტოქსი გამიკეთეთ”-ო

თან დიდი დარწმუნებით მითხრა…

უცებ ნირი წამიხდა, დავიბენი, რა მეთქვა არ ვიცოდი ისე დარწმუნებული იყო მის სიტყვებში, მაგრამ არ შევიმჩნიე და ვიფიქრე… მოდი, მეც არ დავუმსხვრევ მეხსიერებას ფრაზით რომ “არა, შეგეშალათ”, ჩავრთე იუმორი და ღიმილით ვეუბნები: “დიიიახ, ქალბატონო, ყოჩაღ, კარგად დაგიმახსოვრებიათ. თქვენ ჩემს კლინიკაში ბრძანდებოდით, იცით, მეც მახსოვხართ, და ისიც მახსოვს, შუბლზე 08 ერთეული გაგიკეთეთ და გეცოტავათ და ცოტა კიდევ დავამატეთ.

უიიი კი ბატონოო კვერი დამიკრა, ასე იყოო, სულ მეცოტავებაო ახლა რასაც გიყურებთ,ახლაც არ გაწყენდათ ფტოზის საწინააღმდეგო ინექცია აი ამა და ამ კუთხეებში და სახის ბიორევიტალიზაცია. ასევე პლატიზმა გაქვთ განვითარებული და მანდაც მოსადუნებელი ინექციაა საჭირო და ისევ შემოიარეთ… მაგასაც მივხედოთ მეთქი

მობრუნდა და მეუბნება…. თქვენ გაიხარეთ, კი ბატონო მოგაკითხავთ, მისახედი მაქვს თავი ვეღარ მოვიცალე… სად მოვიდეო

აქ კი უკვე დავიბენი, ცოტა ვიფიქრე და სრული სერიოზულობით ვეუბნები: გრიბოედოვის 8 ში გადავედი, (კონსერვატორიის შენობა) მობრძანდით, იქ მეორე სართულზე მაქვს კაბინეტი აღებული მეთქი.

დიახ, აუცილებლადო და სიხარულით წავიდა.

დიდი ალბათობით მივა…. მერე მიხვდება სადაც მივიდა და ეცოდინება რომ მისი პირადი ექიმები, ვისაც ყველაზე ძვირფასს, მის სახეს ანდობს, უფრო უკეთ უნდა გაიცნოს და დაიმახსოვროს. რადგან ყველა, ვისაც კი ჩემთვის ერთი ნემსიც კი გაუკეთებია…. დღემდე, არამც თუ მათ სახეებს “ვიხსენებ-ვერ ვიხსენებ”, არამედ ყველასთან კარგი ურთიერთობა და მეგობრობა მაკავშირებს!“, – წერს მომღერალი.

No description available.

 

ასევე იხილეთ