“ვინც აიფონ 7 გამოიტანეთ განვადებით და გამოქვაბულში ვაიფაი დაიჭირეთ – ყველა წამყვანობას ნუ მომინდომებთ”
გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ბაგირას შესახებ წერს.
“ვაჰ, სასიამოვნო ვიდეოა
ღირსეული ქალი არ ეგება პროვოკაციებს და რჩება მოწოდების სიმაღლეზე, მერე რა, რომ ჩვენი ტანდემი დაიშალა ![]()
ამ მაძუგ რაღაცას რაც შეეხება – ცალკე ვიდეო შეფასებას დავდებ, ამიერიდან როცა მეცლება – ჰეითერთა ხოხვის დღეებს ვაცხადებ 
ან რაის ცინიზმი მომინდომა, ტიპს არც მეტყველება უვარგა, იუმორი და მანერები – ყოვლად უნიჭო, სიტყვათა მარაგი მინუს უსასრულობაში აქვს, ქარიზმაც მანდვე ფორთხავს
შეხედავ და რომელიღაც ორღობის ბირჟიდან გამოქცეულის ჰაბიტუსი აქვს, აღარ განვაგრძობ, დანარჩენს მოკლე კომენტის სახით დაგიდებთ მალე
მანამდე რჩევა: სარკაზმს შესაბამისი აიქიუ მონაცემი სჭირდება და ვინც აიფონ 7 გამოიტანეთ განვადებით და გამოქვაბულში ვაიფაი დაიჭირეთ – ყველა წამყვანობას ნუ მომინდომებთ, უხერხულია ![😍]()

თან ბირჟის კაცზე ორმაგად უშნოდ ჩანს ორღობის ჭორიკნობა. 
ბაგირას კიდევ – მადლობა, მეც სწორედ ასეთი კეთილგანწყობილი ვარ და ვინმე რამე გადაკრულს თუ შეეცდება მასზე – იქვე ფორთხავს მერე ![😀]()
ანუ სულიერი კავშირები ისევ ადგილზეა და ისევ სწორ სიმაღლეზე
“