მეგან მარკლი და პრინცი ჰარი დაცვას დღეში 7 ათას ფუნტს უხდიან

როგორც უცხოური ტაბლოიდები იუწყებიან, მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ საკუთარი უსაფრთხოებისთვის აიყვანეს დაცვა, რომელსაც დღეში 7 ათას ფუნტს უხდიან. წყვილი ამჯერად ლოს ანჯელესში არსებულ ძვირადღირებულ სახლში ცხოვრობს, რომელიც ერთ დროს Tyler Perry-ის ეკუთვნოდა.

დიდი ბრიტანეთის დატოვების შემდეგ მეგანი და ჰარი კანადაში აპირებდნენ საცხოვრებლად პერმანენტულად გადასვლას, თუმცა ახლა ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში არიან. როგორც იცით, წყვილს გარკვეული პრობლემები ჰქონდა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, როდესაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანა, დედოფალი ელიზაბეტისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად მეგანის და ჰარის უსაფრთხოების ხარჯებს არ დაფარავდა, როგორც ჩანს წყვილმა შეძლო და დაცვა საკუთარი ხარჯებითაც უპრობლემოდ აიყვანა.

ასევე იხილეთ